საქართველოს დროშის ისტორია
მართალია, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს პრეზიდენტმა დაამტკიცა, როგორც ეროვნული სიმბოლო, მაგრამ სინამდვილეში ჩვენს დროშას 700 წლიანი ისტორია აქვს.
დროშის შუაში დიდი ჯვარი მაცხოვარს განასახიერებს, ოთხი მცირე ზომის ჯვარი კი ოთხ მახარობელს - ქრისტეს ოთხ მოციქულს და ოთხი სახარების ავტორს. ეს დროშა პირველად ჯვაროსანმა გოდფრუა ბიონელმა გამოიყენა და დროშა ქრისტეს საფლავზე აღმართა.
იტალიელი კარტოგრაფის, ანჯელინო დულჩერის 1339 წლის რუკაზე საქართველოს სამეფოს თავზე ზუსტად ხუთჯვრიანი დროშაა გამოხატული. რუკაზე დროშა ორი ქალაქის თავზე გვხვება - თბილისისა და სოხუმის. სოხუმის თავზე დროშას მწვანე ზოლებიც აქვს. დღეს, საქართველოს დროშა მწვანე ზოლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშად გამოიყენება.




15-ე საუკუნეში, საქართველო ბევრ სამთავროდ დაიშალა. თითოეულმა სამთავრომ საკუთარი დროშა აირჩია და დიდი ხანია, საქართველოს გამაერთიანებელი სიმბოლო აღარ ჰქონია. თუმცა, 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ახალი სახელმწიფო დროშა დამტკიცდა - შინდისფერი ფონით, თეთრი და შავი ზოლებით. დროშა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის მიერ შექმნილმა კომისიამ შეიმუშავა, რომელსაც კონსტანტინე მაყაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს დროშა პირველი რესპუბლიკის სიმბოლოდ იქცა. დღესაც, ეროვნულ პროტესტებზე ხუთჯვრიანი დროშის გვერდით ხშირად შინდისფერ დროშასაც დაინახავთ.
დროშები იცვლებოდა, მაგრამ ტრადიცია რჩებოდა. დღესაც, საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ეროვნული დროშა გვაერთიანებს. ამიტომ, სადაც მივდივართ, ვცდილობთ რომ საქართველოს დროშაც თან წავიღოთ. 26 მაისისთვის კი მოქალაქეების ჯგუფი, ერთი საქართველოს ქვეშ გაერთიანებულები, დავდივართ სოფლებში და ქალაქებში და საქართველოს დროშებს ვტოვებთ.