დამოუკიდებლობის
მუზეუმი
წარმოიდგინე, რა კარგი იქნებოდა, ქართველ ერს რომ მუზეუმი ჰქონდეს, სადაც საკუთარ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ერთიანობას აღნიშნავდა. მუზეუმი, სადაც პატარა ბავშვებსაც და მოხუცებსაც ერთნაირად გაუხარდებოდათ მისვლა, წარსულთან შეხება და ბედნიერი მომავლის შეგრძნება. სანამ ასეთი მუზეუმი არ არსებობს და სანამ მომავალი ბუნდოვანია, გვინდა რომ დიდებული წარსულის გაცოცხლება მაინც შეგეძლოს. სანამ ქვეყნისთვის უკეთესი დრო არ დადგება, ეს მუზეუმი ციფრულ სამყაროში იარსებებს. შემდეგ კი გპირდებით, რომ მის რეალობად გქცევას ვეცდებით.
მაშ ასე, დავიწყოთ. აირჩიე შენთვის სასურველი ისტორიული ფიგურა, გაეცანი მათ ცხოვრებას და გაესაუბრე მათ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. ჰკითხე, რას იფიქრებდნენ ისინი საქართველოს დღევანდელობასა და მომავალზე.
ან გაიგე მეტი პირველი რესპუბლიკის შესახებ:
დამოუკიდებლობა იწყება შენით
ერთი რამ რაც ყველას გვაერთიანებს - ჩვენი ქვეყნის დროშით სიამაყეა. მთელი მაისის განმავლობაში, მოქალაქეები დავდივართ საქართელოს ქალაქებში და სოფლებში და საქართველოს დროშებს ვდგამთ იქ, სადაც წავალთ. შენც შემოგვიერთდი - დადგი დროშა შენს სოფელში ან დაბაში, გადმოფინე დროშა შენი ფანჯრიდან, გადაუღე ფოტო და გამოგვიგზავნე. 26 მაისს ჩვენს დროშებს საზეიმოდ გამოვფენთ.
თუმცა დამოუკიდებლობა დროშაზე მეტია. გამოგვიგზავნე ფოტო ან ვიდეო, რომელიც აღნიშნავს, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა შენთვის. დროშებთან ერთად, შენს გამოგზავნილ მასალებსაც საზეიმოდ გამოვფენთ.
სად ააგებდი დამოუკიდებლობის მუზეუმს გამარჯვების შემდეგ?
შემოუერთდი სამოქალაქო ერთობას - გახდი ,,ერთი ხალხი - ერთი საქართველოს'' ნაწილი