პირველი რესპუბლიკის
იუმორი

1907-1921 წლებში, ყოველკვირეულად სატირული ჟურნალი ეშმაკის მათრახი გამოდიოდა. ჟურნალს ჯერ თბილისის გენერალ-გუბერნატორი ებრძოდა რუსეთის იმპერიის დროს და 1908 წელს შეაჩერა კიდეც მისი გამოცემა, მაგრამ მუშაობა მალევე აღდგა და 1918-1921 წლებში ჟურნალის რედაქტორები იუმორისტულად გადმოგვცემდნენ პირველი რესპუბლიკის სატკივარს. ჟურნალის გამოცემა საბოლოოდ 1921 წლის 14 თებერვალს შეწყდა, დაახლოებით ორ კვირაში კი საბჭოთა არმია ქვეყანას სამი მხრიდან შეესია და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა.

მეზობლების მოლოცვა

მეზობლების
მოლოცვა

გამოცემის ბოლო ნომერი იმ დროს დაემთხვა, როცა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, სულ ცოტახანში კი აღებული პირობები დაარღვია და ქვეყანაში შემოიჭღა. ჟურნალის გამომცემლები ხვდებოდნენ, ვინ მტერი იყო და ვინ მოყვარე.

რუსეთი: გულწრფელად გილოცავ დამოუკიდებლობის ტნობას. ნიშნად იმისა, რომ საბჭოთა რუსეთი თავდა დებით იცავს მცირე ერთა ემანსიპაციას, მომირთშევია ეს მტირე საჩუქარი. დაისურე და ატარე სადღეგრძელოთ!

ოსმალეთი: ძვარფასო შეზობელო! მომილოცავს შენი დამოუკიდობლობის აღიარება. ოსმალეთი მუდამ იმის მონატრული იყთ, რომ თავას გვერდით თავისუფალი საქართველო ენახა... იმ შემთხვევაში, თუ ვინაცობაა რუსეთისაგან მორთძეული საჩუქარი არ .გამოდგეს, გთხოვთ მოიხმაროთ ეს ჩემა ფეშქეში.

მშვიდობა

მშვიდობა

როგორც ჩვენ, ჩვენს წინაპრებსაც ძალიან უნდოდათ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება - როცა მსოფლიოში ომი იყო გაჩაღებული და საქართველოს ბევრი შვილი ჰყავდა ომში დაკარგული, არეულობა არავის უნდოდა.

მაგრამ როგორც ჩანს, მტერთან მორიგებით მშვიდობა არც მაშინ და არც ახლა არ მიიღწეოდა - ეს ილუსტრაციაც ამიტომ გაჩნდა.

ეხლა კი აშკარაა, რომ მშვიდობიანობა მკვიდრ ნიადაგზეა დამყარებული.

სიძვირეზე

სიძვირეზე

ჩვენი საერთო მიმოხილვა დაუმთავრებლათ ჩაითვლებოდა, თუ ეგრეთ წოდებულ სიძვირესაც არ შევხებოდით. სიტყვა „სიძვირე" თავისთავად თით-მის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. ის საშიშარი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა რომელიმე საჭირო საგანს აეტორღიალება. აი, თუნდა მ გალითისათვის ვსთქვათ: რას წააგებდა საქართველო. რომ ჩვენში ანარქია, რეაქცია, ან სპეკულიაცია თუნდა ასჯერ გაძვირებულიყო? დარწმუნებული ბძანდებოდეთ, ბევრს არაფერს. სამაგიეროთ პურისა და 'შაქრის სიძვირე არც თუ იმდენათ სასარგებლოა.

- ,,ეშმაკის მათრახის'' რედაქცია