თანამედროვე ხელოვნება

თანამედროვე ხელოვნება

პირველი რესპუბლიკის პერიოდი ქართველი მწერლებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

თამთა მელაშვილმა, პრემია ,,საბას'' ორგზის ლაურეატმა, ერთი მსახიობის პიესა ,,კაბა'' დაწერა, რომელიც 70 წლის ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ქალი გადასახლებიდან ახლად დაბრუნდა, პიესაში კი მისი წარსული ცოცხლდება - ის იხსენებს დამოუკიდებლობას, შევარდენის გოგოების მარშს, სტალინისტური რეპრესიების სიმკაცრესა და საკუთარ სევდიან წარსულს. შეუძლებელია, ეს პიესა წაიკითხო და თვალზე ცრემლი არ დაგადგეს.

2025 წელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართულ ფორუმზე, ბრიტანელმა სტუდენტებმა ინგლისურად ნათარგმნი ,,კაბა'' წაიკითხეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ,,კაბა'' გადათარგმნეს The Oxford Georgian Translation Project-ის ფარგლებში. ეს არის ინიციატივა, რომელსაც ოქსფორდში ქართულის მასწავლებელი, ლია ჩოკოშვილი ხელმძღვანელობს. ამ პროექტის დახმარებით, ქართული ლიტერატურა ბევრი ინგლისელის გულშიც აღწევს, ქართული კულტურით აღტაცებული სტუდენტები კი ქართულს სწავლობენ და ისეთი ავტორების ნაწარმოებებს თარგმნიან, როგორიცაა გოდერძი ჩოხელი.